პროექტში “შენ შეგიძლია ცეკვა” თეა გობეჯიშვილის და ნიკა ლომიძის ქალიშვილი, 13 წლის ნიტა გამოჩნდა. ნიტამ სცენაზე მეგი გოგიტიძის მიერ შესრულებულ სიმღერაზე იცეკვა. მან პროექტში მონაწილეობა ისე მიიღო, რომ ამის შესახებ დედამ არაფერი იცოდა. კასტინგზე მამამ წაიყვანა. ნიტას გამოსვლამ დუტა სხირტლაძე და ზაკი აატირა. ნათია რთველიაშვილმა გოგონას გენიოსი უწოდა. ნიტა ლომიძეს საზოგადოება წლებია იცნობს, ის 5 ფილმში არის გადაღებული.