საქართველო-იაპონიის რაგბის მატჩი, ტრადიციულად ჰიმნით გაიხსნა. თამაშის დაწყების წინ, ლოკომოტივის სტადიონზე, საქართველოს ჰიმნი ანიტა რაჭველიშვილმა შეასრულა. ანიტას აკომპანიმენტს თავდაცვის სამინისტროს საჩვენებელი ორკესტრი უწევდა. მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი საფრანგეთიდან საქართველოში სპეციალურად ამ მატჩისთვის ჩამოვიდა.