რამდენიმე დღის წინ მაკა ასათიანი იუბილარი იყო. ცნობილ ქართველ დიზაინერს დაბადების დღე მეგობრებმა და უცნობმა თაყვანისმცემლებმა მიულოცეს. თუმცა ყველაზე ორიგინალური, დავით გოგიჩაიშვილის და თეონა თავართქილაძის მილოცვა იყო. მათ ბაია გადაბაძესთან და მაია ლორთქიფანიძესთან ერთად იმღერეს, ვიდეო გადაიღეს და ასათიანს დაბადების დღე ამ ფორმით მიულოცეს.