მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია თუ ვინ არის მომღერალ ქრისტინე იმედაძის შეყვარებული, მას ამ თემაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია. იმედაძის რჩეული, მილიონერი, თოშა ქებურიაა. თავად თოშა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, არც სოციალურ ქსელში ხშირად გამოჩენით არ გამოირჩევა, პირად გვერდზეც სულ რამდენიმე სურათი უდევს. სურათებს შორის ქრისტინესთან ერთად გადაღებული ორი ფოტოა, ერთ-ერთი ფოტო პარიზშია გადაღებული.