ნანუკა გოგიჩაიშვილმა, ინგა გრიგოლიას დღის ამბებში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
„ეს იყო დახურული ტიპის საქველმოქმედო საღამო, ამ ტიპის აქციაში უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ტრამპი საკუთარი ბოინგით ჩამოფრინდა, მას ვახლდით როგორც მსოფლიოს მისები და გარკვეული თანხა გადარიცხა ქველმოქმედებისთვის. 86 გოგონადან 5 აგვარჩია ამ ივენთისთვის. საკმაოდ უშუალო და კარგი ადამიანია“ – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.