შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი იუბილარია. ევა ბარბაქაძე დღეს 16 წლის გახდა. მსახიობმა საკუთარ ქალიშვილს, დაბადების დღე ემოციურად მიულოცა. “ჩემო ციცინათელა, გილოცავ, მიყვარხარ და მეამაყები…” – წერს შორენა. ევას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში, უამრავი ადამიანი ულოცავს და გოგონას ყველაზე ხშირად ჯანმრთელობას უსურვებენ.