მომღერალ ანი ღონღაძის ქმარი, ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე რეაბილიტაციის კურსს გადის. ანიმ სოციალურ ქსელში, სარეაბილიტაციო დარბაზში გადაღებული ფოტო გამოქავეყნა, სადაც გიორგი ველოსიპედზე ვარჯიშობს. როგორც ჩანს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ლანჩხუთის გზაზე ავარიაში, ივნისში მოხვდა და მისი გადარჩენა ქართველმა ექიმებმა შეძლეს.