რატომ გაშიშვლდა სელენა გომესი?!

0
125

სელენა გომესი გაშიშვლების რეალურ მიზეზზე ალაპარაკდა. მოგეხსენებათ, რომ 23 წლის ვარსკვლავმა რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თავისი ახალი ალბომის – “Revival“-ის გარეკანი გამოაქვეყნა, სადაც დისნეის სტარი მთლიადან შიშველია გადაღებული. მედიაში არაერთი მისაზრება გაჟღერდა. მათ შორის ის, რომ ლათინოს მომღერალს ყურადღება მოაკლდა და სიშიშვლით მისი დაბრუნება სურს, თუმცა ახალგაზრდა ქალმა ერთ-ერთ ჟურნალთან გულახდილ ინტერვიუში რეალურ მიზეზზე ისაუბრა.

საქმე იმაშია, რომ გასულ წელს სელენამ წონაში საგრძნობლად მოიმატა. სოციალურ ქსელებშიც მისი ახალი ფოტოები განხილვის თემა გახდა. ბევრი ამბობდა, რომ სელენა ისევ ჯასთინს მისტირის და შეუმდგარი ურთიერთობის გამო დეპრესიაშია.

“მე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა და დაცინვა გამოვიარე უკანასკნელი წლის განმავლობაში და არასდროს მეგონა, რომ ეს ასე მატკენდა გულს“ – გამოტყდა მომღერალი. “მანამდე მქონია ასეთი თავდასხმების მსხვერპლებთან შეხება და ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლება ასეთი რამის გამო ნერვიულობდე. მერე ეს ყველაფერი მე დამემართა. ჩემი სხეულის მრცხვენოდა. მეგონა, რომ ამას ვეღარ გავუმკლავდებოდი, მაგრამ საბოლოოდ მივედი დასკვნამდე – ეს ჩემი დროა და ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მე მინდა. ეს ფოტოც ამისი დასტურია. მინდა დავანახო ყველას, რომ მე ასეთი ვარ. ფოტო 70-იანების სტილშია გადაღებული და სრულიად ახალ მეს გამოხატავს“ – განმარტა ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ სელენას ალბომი – “Revival“ დღის შუქზე სულ რამდენიმე კვირაში, 9 ოქტომბერს გამოვა. ეს სელენასთვის მეორე სოლო სტუდიური კრებული იქნება. რაც შეეხება არტისტის პირად ცხოვრებას, მრავალწლიანი ჭორაობის შემდეგაც კი არ წყდება გომესისა და ჯასთინ ბიბერის რომანზე საუბარი. ზაფხულში კიდევ ერთხელ დაიბეჭდა სტატია იმაზე, რომ წყვილი ერთად დასვენების დროს კუნძულზე შენიშნეს. ამბობენ, შეყვარებულები რომ ურთიერთობას სელენას დაჟინებული მოთხოვნით ასაიდუმლოებენ…