რეპერი მასტერი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ნიკას და ნინის ურთიერთობას, თანამედროვე ახალგაზრდების ურთიერთობას ადარებს.
“სად არის “ასეთი” ურთიერთობა როგორიც ნიკას და ნინის აქვთ? ასე მარტივად და ნატურალურად როდის აქეთ იქცევიან გოგოები? ასეთი გულწრფელები როდის გახდნენ? ასე თავისუფლად როდის გამოთქვამენ აზრს რა მოსწონთ და რა არა…
მე ვერ ვხედავ, ვიღაც მეტყვის რომ ეგ ალბათ ჩემი პრობლემაა, მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე. უმეტესობა “ნიღაბს” ატარებს, ხშირად დრო ეწირება უაზრო “თამაშებსა” და “ცხვირის აწევას”… როდის ესმით გოგოებს ასე მარტივად ყველაფერი? ერთს ფიქრობენ და მეორეს ამბობენ. უნდათ თქვან “კი” და ამბობენ “არა”-ს, მხოლოდ იმიტომ რომ პირველი სამი შემთხვევა აუცილებლად “არა”-თი უნდა დააგვირგვინონ იმას ვერ ხვდებიან რომ თავმოყვარე ბიჭი პირველივე “არა”-ზე გადის “თამაშიდან”… 🙂
გაიგეთ, რომ მარტივად საურთიერთო ადამიანი არ ნიშნავს მარტივად “დასაკერ” გოგოს!!! მარტივი ურთიერთობა ყველაზე ჰარმონიული განწყობაა. სიმარტივე მთავრდება მაშინ როცა გოგო უკვეთავს წყალს, როცა ალუბლის წვენი სურს!!!
ვიღაც იფიქრებს, რომ ვიღაც კონკრეტულმა გამაღიზიანა, სიმართლე გითხრათ არა, არც ჰყავს ამ პოსტს კონკრეტული ადრესატი, უბრალოდ ძმაკაცთან დავრჩი დღეს და სერიალს უყურებდა და თვალი მოვკარი ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობას და ვიფიქრე, რომ სამწუხაროდ ძალიან შორს არის რეალობიდან ასეთი გულწრფელობის შემთხვევები.
არ ვგულისხმობ იმას, რომ მესამე ნახვაზე შეგიყვარდეს ადამიანი და 2 დღის გაცნობილი ბიჭი სახლში აიყვანო კინოს საყურებლად, მაგრამ ხომ შეიძლება გაუღიმო ადამიანს მაშინ, როცა გეღიმება? ხოდა გაიღიმე, არ ტეხავს!!!
ჩვენ ვართ iphone-ების თაობა, მატერიალიზმისა და გლობალიზაციის მსხვერპლი, მე მენატრება პარკში გასეირნება…”-წერს მასტერი.