მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბოლო დროს საკმაოდ მომხიბვლელად და სექსუალურად გამოიყურება. ნუცა ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს და ყოველდღიურად ვარჯიშობს. ის ხშირად სტუმრობს სავარჯიშო დარბაზს და კვირაში რამდენჯერმე კუს ტბაზე ან ლისის ტბაზე დარბის. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვარჯიშობს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ლაშა შევარდნაძე. “სუპერვარსკვლავების გარშემო შეკრებილი გლადიატორები”, დაწერა ლაშა შევარდნაძემ, სოციალურ ქსელში გამოწვეყვეყნებულ ფოტოზე, სადაც ნუცა, შევარდნაძის შვილიშვილთან და სხვა მეგობარ ბიჭებთან ერთად არის გადაღებული.