მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი პირველი ცნობილი ადამიანია, რომელმაც ონლაინ-სესხებთან დაკავშირებულ ვალებზე საჯაროდ ილაპარაკა. „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“, მან განაცხადა რომ ბინის ქირის გადასახდელად ონლაინ კომპანიებიდან რამდენიმე სესხი აქვს გამოტანილი, რომელსაც ვერ ფარავს.
“ჩემი პროფესია არ არის სტაბილური. ხანდახან თვეობით არ მაქვს სამსახური. მე 16 წელია ქირით ვცხოვრობ, ერთხელაც, როცა ვერ შევძელი ქირის გადახდა მე და ჩემმა მეგობრებმა ავიღეთ ონლაინ-სესხი, რომელსაც ვეღარ ვფარავ. თავდაპირველად ვიხდიდი ჩემი მეგობრების სახელზე აღებულ სესხებს, მაგრამ იმდენი დაგროვდა, გავიჭედე და დავიკიდე გადახდა. ნებისმეირ ადამიანს ვურჩევ, თუ არსებობს სხვა გამოსავალი არასოდეს არ აიღონ ონლაინ-სესხი. ეს არის ადამიანის დაღუპვა და ჩაძირვა“ – განაცხადა მსახიობმა.