ქეთა თოფურია თბილისშია – “ვოისის“ ჩაწერები დაიწყო

0
144

ქეთა თოფურია უკვე თბილისშია. “ვოისი საქართველოს“ მწვრთნელების მთლიანი შემადგენლობა ბრმა კასტინგების ჩასაწერად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ “იმედმა“ ორწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ტელეპროექტის აღდგენა გადაწყვიტა. მთავარი პროდიუსერი გვანცა კილასონია გახდა. “ვოისი საქართველოს“ ჯგუფმა მწვრთნელებად შეარჩიეს ანრი ჯოხაძე, ნუცა შანშიაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი და ქეთა თოფურია. ნუცა და ქეთა თბილისში სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვიდნენ.

როგორც მთავარი პროდიუსერი გვპირდება, შოუს განმავლობაში უამრავ ახალ სახეს ვიხილავთ, რომლებიც თავიანთი ვოკალური შესაძლებლობებით გაგვაოცებენ.