სალომე ჭაჭუა თბილისის მოდის კვირეულზე გამოსვლის გამო გააკრიტიკეს

0
2721

ცოტა ხნის წინ სალომე ჭაჭუა პოდიუმზე პირველად გამოვიდა. თბილისის მოდის კვირეულზე, ლაშა ჯოხაძის ჩვენება სწორედ მან გახსნა. დიზაინერის კოლექცია ბრიტანული „ვოგის“ რჩეული გახდა, შესაბამისად წამყვანი მოდური საიტის ვებ-გვერდზე, სალომე ჭაჭუას ფოტოც განათავსეს, რასაც კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

”შეგვირცხვეს თავი ამ ფოტოს გამო”

”დაატიონ ეს გოგო თავის სფეროში,- პოდიუმი მოდელებისთვისაა! რატომ ვურევთ ყველაფერს ერთმანეთში ეს ქართველები რატო”?

”პოდიუმისთვისაა დაბადებული”

”მსუქანი ფეხები ჰქონია”

”კაით ხალხნო, რა გჭირთ?! თავს ხომ არ გვაბეზრებს მოდელობით? ყოველ ჩვენებაზე ხომ არ გამოდის? ძაან მოუხდა პოდიუმს! ცეცხლი ქალია და კონკრეტულ კოლექციას მოუხდა. ბევრ მოდელზე უკეთ გამოვიდა, გაუხარდა თვალებს”.

”საერთოდ მოდის ინდუსტრიაში ხშირად არის მიღებული, რომ პოდიუმს ცნობადი ადამიანი ხსნის, ბევრჯერ ყოფილა საერთოდ მოდელის პარამეტრებისგან ძალიან შორს მდგომი ადამიანი აურჩევიათ, იმედი მაქვს ამ შემთხვევაშიც საქმე ასეთ ფაქტთან გვაქვს. თუ არადა, მდაა”-წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here