“ჰეროკრატია“ – ში სააკაშვილის როლის შემსრულებელი სამსახურის გარეშე დარჩა

0
7745

გოგა ხაინდრავას სერიალის „ჰეროკრატიის“ მთავარი გმირის, მიხეილ სააკაშვილის როლის შემსრულებელი, ნოდარ სიმსივე სამსახურის გარეშე დარჩა. ნოდარ სიმსივე საფეხბურთო კლუბის „ლოკომოტივის“ პრეს-სამსახურის უფროსი იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, სამსახური დატოვა. “Music Box” ნოდარს დაუკავშირდა:

– ნოდარ, რატომ დატოვეთ სამსახური?

– წამოსვლის მიზეზი გახლავთ ჩემი გადარბენები, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი სიარულს, ჩემი მთავარი ამოცანა, ახლა მხოლოდ “ჰეროკრატიაა” და ამ გმირის ბოლომდე მიყვანა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მთელ კლუბს იმისთვის, რომ ყველანაირად ხელს მიწყობდნენ და მამდიდრებდნენ, ბევრი რამ ვისწავლე ამ კლუბში. ფეხბურთი ჩემი მეორე საყვარელი საქმეა, რომლის გარეშეც არ შემიძლია ცხოვრება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ხმამაღლა ვერ გეტყვით ჩემს სამომავლო გეგმებზე, რადგან არის დაგეგმილი ჩემი გამოჩენა ტელე სივრცეში, როგორც ფეხბურთის კომენტატორის და ველოდები ამ სიახლეებს, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმედი მაქვს კინო პროექტებიდან მივიღებ შეთავაზებას, ბედნიერი ვიქნები თუ როგორც ახლა ასევე, მომავალში ჩემ ორ საყვარელ საქმეს ერთად გავაგრძელებ, კინო კარიერას და ფეხბურთის კომენტატორობას. ეს ორი საქმე მამდიდრებს.

– გუშინ სოციალურ ქსელში საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე გადაღებული ფოტო დადეთ, სადაც სააკაშვილის როლზე მუშაობთ, ყველგან საკუთარ პერსონაჟზე ფიქრობთ?

– ეს ფოტო გადაღებულია საგურამოში, საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივის” საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ჩემი მეროე სამსახური იყო და იქ გადაღებიდან დასვენების დღეებში დავდიოდი. არ აქვს ადგილს და გარემოს მნიშვნელობა, როლზე მუშაობა ყოველთვის და ყველგან შეიძლება, მითუმეტეს ისეთ კარგ გარემოში, რომელსაც საგურამოს ბაზა ჰქვია. საოცარი ადამიანები არიან. სამწუხაროდ უკვე დავემშვიდობ ჩემ მეორე საყვარელ სამსახურს და წამოვედი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here