ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა “Austin Film Festival”-ზე მაყურებლის ჯილდო მოიპოვა

0
1400

„ვულოცავთ ახალგაზრდა რეჟისორს, გიორგი სიხარულიძეს Austin Film Festival-ზე მოპოვებულ მაყურებლის ჯილდოს ფილმისთვის “წითელი ვაშლები”! – ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

„წითელი ვაშლები“ საქართველოს, აშშ-სა და სომხეთის ერთობლივად გადაღებული ფილმია, რომელიც უძველეს სომხურ საქორწილო ტრადიციასა და მის ტრაგიზმს ასახავს.

ფილმის მეორე რეჟისორი მარიამ დვალიშვილია, დამდგმელი ოპერატორი – გუკა გოლიაძე. ფილმში სომეხი მსახიობები თამაშობენ. „წითელი ვაშლების“ პრემიერამ ტორონტოს საერთაშორისო კკინოფესტივალზე წარმატებით ჩაიარა.

„წითელი ვაშლები“ გიორგი სიხარულიძის მეორე ფილმია. პირველი ფილმი იყო სამი წლის წინ თბილისში გადაღებული სურათი „თევზი, რომელიც ჩაიძირა“. ამჟამად რეჟისორი მესამე მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „მამული“ და ის სტალინის ფენომენზე მოგვითხრობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here