სოსო პავლიაშვილი ნაციონალურ სკანდალში გაეხვა

0
2024

სოსო პავლიაშვილი ნაციონალურ სკანდალში გაეხვა. მომღერალმა ბაქოში დაგეგმილ კონცერტში უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა აზერბაიჯანში მისი მოსმენა არ სურთ. ამის მიზეზად კი იმას ასახელებნ, რომ პავლიაშვილი იყო პირველი მომღერალი, რომელმაც ყარაბახის კონფლიქტის დროს სომხეთში კონცერტები გამართა.

2013 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა იმ პირების სია, რომელთაც აეკრძალათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მას შემდეგ, რაც ისინი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შევიდნენ. მათ შორის იყო სოსო პავლიაშვილიც, რომელიც როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე კვირის წინ “შავი სიიდან” ამოიღეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა აზერბაიჯანელი სახალხო არტისტის რამიზ ფატალიევის ღია წერილი, რომელშიც ის პავლიაშვილს მოუწოდებს, ბაქოში დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის გამართვაზე უარი თქვას.

სოსო პავლიაშვილი აზერბაიჯანელი დრამატურგის ღია წერილს გამოეხმაურა: “ჩემზე არ იდარდოთ, უსაქმურებს სხვა არაფერი ესაქმებათ და რაც უნდათ ილაპარაკონ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც 80-იანების მიწურულს, ვიღაც მახინჯებმა (ასეთები ყველა ერში არიან) აიღეს დანები და ბავშვების და ქალების დაჩეხვა დაიწყეს. ჩავალ თუ არა ბაქოში, ამ დრამატურგს არ შევეკითხები, არც ვიცი ვინაა. ახლა ის პოპულარული გახდება, ვულოცავ. ბოთლი კონიაკი მაინც მაჩუქოს ამისთვის. ჩემ კონცერტზეც ვეპატიჟები. მე მსოფლიო ადამიანი ვარ და ადამიანებთან არა მათი ეროვნების და სარწმუნოების, არამედ ქცევების გამო ვმეგობრობ. ღმერთს ჩემთვის არ უთქვამს: აჰა ნიჭი, ამათთვის იმღერე, ამათთვის – არაო. თუ ამ მკივან ხალხს სურს ყარაბაღის დაბრუნება, შექმნან დივერსიული ჯგუფები, წავიდნენ და დაიბრუნონ. წამოწოლილან და ფიქრობენ, სოსო ჩამოვა თუ არაო. მე არავისთვის წამირთმევია ყარაბაღი. სადაც მელიან, იქ წავალ კიდეც და ვიმღერებ. ღამით მირეკავენ ბაქოდან და მეუბნებიან, სოსო, შენ სიმღერებს ვმღერითო, მადლობა, რომ შენი თავი გვყავსო. ბაქოს უყვარხარო. სომხებთან ვმეგობრობ და არავის საქმე არაა ეს. ბაქოში მალე დიდი საქველმოქმედო კონცერტი გვაქვს. ყველას ვეპატიჟები. ვისაც მოსვლა არ სურს, ასი წლის სიცოცხლეს ვუსურვებ” – განაცხადა პავლიაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here