ვინ არის Josh Hartnett-ის მომავალი შვილის დედა?!

0
20

ჰოლივუდის ნამდვილი სექსსიმბოლო და ქალბატონების ოცნება, Josh Hartnett-ი სულ მალე მამა გახდება. პრესაში გავრცელებული ჭორები ცოტა ხნის წინ მსახიობის ოციფიციალურმა წარმომადგენელმაც დაადასტურა და ისიც დაამატა, რომ მამავალი დედიკო და მამიკო თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ და ერთი სული აქვთ, როდის მოევლინება ქვეყანას მათი პირველი პირმშო.

ჯოშის მომავალი შვილის დედა Tamsin Egerton-ია. გოგონა 26 წლისაა, წარმოშობით ბრიტანეთიდანაა, ბოიფრენდის არ იყოს, ისიც კინოსამყაროს ერთ-ერთი წამრომადეგენელია, მომავალ ბოიფრენდსაც სწორედ გადასაღებ მოედანზე შეხვდა – 2011 წელს წყვილმა ერთმანეთი სამუშაო პროცესში გაიცნო, მათი რომანი კი 2012 წელს დაიწყო.

Tamsin-ი Josh-ზე 1 წლით პატარააა. ისაა პირველი ქალბატონი, რომელმაც Hartnett-ის ცხოვრებაში ასე დიდხანს გაძლო. Josh-ს აქამდე სასიყვარულო ურთიერთობებში ბედი დიდად არ სწყალობდა და თუკი მისი კარიერა რამდენიმე ძლაიან სერიოზულ და დასამახსოვრებელ ფილმს მოიცავდა, პირადში სრული სიცარიელე გახლდათ დასასგურებული. Josh-ი პოპულარული მას მერე გახდა, რაც დაბალბიუჯეტიან სურათში, “ფაკულტეტი”, მთავარი როლი შეასრულა. ნამუშევარს ისეთი სურათები მოჰყვა, როგორებიცაა ”40 დღე და 40 ღამე“, ”პერლ ჰარბორი“, ”სლევინის იღბლიანი ციფრი“, ”შავი ქორის დესანტი“…