ნუკი კოშკელიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა არდადეგებს ამერიკაში, შეყვარებულთან, ბენჯი ჩეიმთან ერთად ატარებს და პერიოდულად დასვენების ამსახველ ფოტოებს სოციალური ქსელების საშუალები გვიზიარებს.
ტელეწამყვანის ნიუ იორკში გამგზავრების საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იმასაც ამბობდნენ, რომ ნუკი გათხოვდა და სწორედ ამიტომ წავიდა შტატებში, თუმცა ტელეწამყვანმა გავრცელებული ჭორები Music Box-თან საუბარში უარყო, მოგვიანებით კი ინსტაგრამზე ერთ-ერთ ფოტოს შემდეგი პოსტი დაურთო – “აშკარად არ გავთხოვილვარ და მოლოცვებისთვის ადრეა”…
ორიოდე დღის წინ ნუკიმ ბენჯი ჩეიმის ფოტო გამოაქვეყნა ფეისბუქზე და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რამდენად მაგარი შეყვარებული ჰყავს – “ჩემი ბიჭი!!!! ვინმეს რამის თქმა ხომ არ სურს? დიახ!!!! მას ყოველთვის შეუძლია ჩემი დაცვა, იმიტომ რომ ის მყარად დგას… და ის სექსუალურია!!!!” – წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში…
იხილეთ ნუკი კოშკელიშვილისა და ბენჯი ჩეიმის ბოლოდროინდელი ფოტოები, რომლებიც ამერიკაშია გადაღებულია…