“კომედი შოუს” მსახიობი, გიორგი გოცირიძე, ივნისში მძიმედ დაშავდა. ბელიაშვილის ქუჩაზე მას, ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მან მძიმე მოტეხილობები მიიღო და მუცლის ღრუ დაუზიანდა. მსახიობი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას გუშინ მუცლის ღრუს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გიორგის და – ანი გოცირიძე წერს.
“მეგობრებო დასრულდა გიორგის ოპერაცია. საკმაოდ მძიმე და რთული ოპერაცია იყო, თითქმის 6 საათი მიმდინარეობდა. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ვერ გწერთ პასუხებს. არ გეწყინოთ, გამიგეთ. მოკლედ გეტყვით იმას, რომ ყველაფერი ერთმანეთზე იყო შეხორცებული მუცელში. ერთი ორგანოს შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ხელოვნურ ბადეში ჩაუსვეს მუცლის ღრუ. ხვალამდე რჩება აპარატზე, ოპერაციის სირთულის გამო. ხვალ გააღვიძებენ და სიახლეებს შევატყობინებთ. მაპატიეთ, კიდევ ერთხელ რომ ყველას პასუხს ვერ გიბრუნებთ” – წერს ანი გოცირიძე.