სოფო ნიჟარაძის ფანი ნინი ბადურაშვილს და თიკა ჯამბურიას დაუპირისპირდა

0
2577

თბილისობის დღესასწაულის გარშემო სკანდალი არ წყდება. მომღერლების ერთი ნაწილი, შეურაცხყოფილია იმის გამო, რომ ისინი კონცერტზე ვერ მოხვდნენ. მეორე ნაწილი კი, შესრულებული სიმღერებით არის უკმაყოფილო. თბილისობის სკანდალს მომღერალი ნინი ბადურაშვილიც ეხმაურება, რომელმაც კონცერტზე ლიზა ყენიასთან და მარიამ როინიშვილთან ერთად იმღერა.

„მუსიკოსებო მითხარით რა რომელი live კონცერტი გაჟღერებულა ეთერში იდეალური ბალანსით ,ისე რომ ორკესტრიც ჟღერდეს და მომღერალიც?“- დაწერა ნინიმ სოციალურ ქსელში.

ნინი ბადურაშვილის პოსტს მომღერალი თიკა ჯამბურია გამოეხმაურა.

თიკა ჯამბურია: რა პანიკაა, არ მჯერა.

ნინი ბადურაშვილი: ყოველ წელს ასე არაა?

თიკა ჯამბურია: ხო მაგრამ ესეთი არაკოლეგიალურობა და ამდენი ბოროტი და დაბოღმილი სტატუსები და გამოხმაურებები  ძაან ცუდია !

ნინი ბადურაშვილი: ქაჯობამ გვაჯობა.

პოსტს მოულოდნელად გამოეხმაურა სოფო ნიჟარაძის ცნობილი ფანი, თიკა გაბრიჭიძე.

თიკა გაბრიჭიძე: “აააა, ახლა თქვენ მღერით და რა პრობლემაა? და მაშინ სხვა რომ მღეროდა “დაბლოკილები” არ იყო მეორე ნაწილი? რანაირი ლოგიკაა.”

სოფო ნიჟარაძის ფანს, თიკა ჯამბურიამ უპასუხა, რომ ერთ კონცერტზე 200 მომღერალი ვერ დაეტეოდა.

თიკა გაბრიჩიძე:  მაშინ დაეტეოდა 200 მომღერალი ერთ კონცერტზე ბადურაშვილის ბებია ნიჟარაძეს რომ ადანაშაულებდა დაბლოკვაში?

თიკას ნინი ბადურაშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხი გარკვეული ჰქონდა სოფო ნიჟარაძესთან. რაზეც თიკამ უპასუხა, რომ მას ეს საკითხი სოფოსთან კი არა, ბებიამისთან უნდა გაერკვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here