16 ოქტომბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ნიჭიერის“ პირველი შესარჩევი ტურების ჩაწერა გაიმართა. დიდი რეზონანსი გამოიწვია ჟიურის ახალი შემადგენლობის დასახელებამ, ნიკა გვარამიასა და რუსკა მაყაშვილთან ერთად, პროექტს, ჟიურის წევრების ამპლუაში შეუერთდნენ „კურიერის“ წამყვანი, ზალიკო უდუმაშვილი და საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა.
პროექტის წამყვანები ისევ გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი არიან, რომლებიც კულისებშიც და სცენაზეც მუდამ ერთობიან და მაყურებელსაც ძალიან ართობენ.
ჩაწერის შემდეგ მაკა ჩიჩუამ ინტერნეტმომხმარებელს საკუთარი ემოციები გაუზიარა. „ვღელავდი, არ მეგონა, რომ ეს ჩემთვის ორგანული იქნებოდა. არ მქონია გამოცდილება, მაგრამ ძალიან სახალისო აღმოჩნდა „ნიჭიერის“ ჟიურიში ყოფნა და მოვერგე“. – აღნიშნა პირველმა ლედიმ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ფავორიტი არ გამოუკვეთავს. „ნიჭიერის“ ხილვის შესაძლებლობა ნოემბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში გვექნება. მანამდე კი გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტოებს პირველი ჩაწერიდან. ექსკლუზიური ფოტოები (ფოტოგალერეა)
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია