ჯგუფი “ნიუტონი” სკანდალში ეხვევა. დღესდღეობით საქართველოში ყველაზე პოპულარული მუსიკალურ ბენდს ქართველი ხელოვანები უპირისპირდებიან. “ნიუტონმა” თბილისობის დღესასწაულზე, ბიძინა კვერნაძის “შემოდგომის ყვავილებს“, თავისებური ინტერპრეტაციით შეასრულა. ხელოვანი ადამიანების გაღიზიანება სწორედ ამ კომპოზიციამ გამოიწვია. კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა, სოციალურ ქსელში “ნიუტონის” მიერ შესრულებული სიმღერა გააზიარა და ამ ვერსიას კარიკატურა უწოდა.
ოთარ ტატიშვილი: “ავტორის ჩანაფიქრის ასეთი ფორმით მიწოდება ჩემთვის მიუღებელია და კარიკატურის ტოლფასია, რასაც ბატონი ბიძინა არ იმსახურებს ნამდვილად. შესაძლოა ახლებურად საინტერესოდ გააჟღერო, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად და მოწიწებით, ისე რომ ავტორის ჩანაფიქრი და სიმღერის დრამატურგია არ შეილახოს. არ ვიცი, აბა თქვენ განსაჯეთ, იქნებ მე სულ გამოვშტერდი? დროს ჩამოვრჩი და აღარაფერი მესმის ქვეყანაზე, რაც მთავარია წამყვანებს ძალიან მოსწონთ დაწერილი სცენარის მიხედვით .”
ტატიშვილის პოსტს ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ, ხელოვანებს შორის იყო პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძეც.
ბადრი ბაგრატიონი–გრუზინსკი: “ოთარ სულ არ მიკვირს, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, იმ კულტურულ–საგანმანათლებლო პოლიტიკით, რაც წლების განმავლობაში ხდება.”
ნანა დაუშვილი: “გაუგებარი, უგემოვნო, ბატონი ბიძინას სულის, მუსიკის და საერთოდ ქართული სულის შეურაცხყოფაა. ჯგუფს სხვა ნაწარმოებები ალბათ კარგი აქვს, მაგრამ ნუ შეეხება და ნუ დაამახინჯებს ღირებულს. ეს ხომ საავტორო უფლებების დარღვევაა? აზრი მიჩნდება რომ ეს ყველაფერი გააზრებულად არის გაკეთებული. ვინ განაგებს ამას? ვის ეკუთვნის კონცერტის ორგანიზება? ეს არის ბიძინა კვერნაძის გენიალური ქმნილება? ასე როგორ დასცინეს ქართულს? თან თბილისობის დღესასწაულზე?”
ზვიად კვაჭანტირაძე: “ვინც ეს ვითომ სიმღერა სცენაზე გაუშვა არიან მაპატიეთ და გოიმი, უშნოდ აცუნცრუკებული სირები. გეწყინოთ ! ცხონებული ბიძინა წამოაყენა რას გაგინებდათ. !”
ოთარ ტატიშვილი: “გეთანხმებით,რატომ არ ხსნიან სამსახურებიდან ამის ორგანიზატორებს? მაინცდამაინც სახლი უნდა ჩამოინგრეს ან ხიდი? ან სხვა სააღმსრულებლო კრიმინალი? ეს არაა კრიმინალი? კულტურაა საზოგადოების სახე და ბრენდი ყველა ქვეყანაში წარსული ცივილიზაციებიდან მოყოლებული და რატომ გასდით ამათ ყველაფერი და ყველა მთავრობას უძლებენ და ტივტივებენ?”
[fbvideo link=”https://www.facebook.com/otar.tatishvili.7/videos/1148470365188274/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]