“მის შემოქმედებით შეიძლება მთელი მსოფლიო აღტაცებული სულაც არ არის, თუმცა, მისი სიმღერების გაყიდვები არნახულ ნიშნულებს აღწევს“ – ასე ახასიათებს ტეილორ სვიფტს გამოცემა “Vanity Fair”.
ტეილორი ყველაზე გავლენიან პოპ შემსრულებელთა და სელებრითთა 25-ეულს უდგას სათავეში. ის რამდენიმე თვის წინ “Vanity Fair”-ის ყდაზეც მოხვდა – ეს კი ყველა პოპსტარისთვის დიდ მჲღწევად ითვლება – მაშინ გამოცემამ ამერიკის ყველაზე გავლენიან 25 წლის ასაკის გოგონად დაასახელა. რაც შეეხება ამჟამინდელ რეიტინგს, ტეილორს გვერდს კიმ კარდაშიანი, ქანიე ვესტი, ჯეი ზი და ბიონსე უმშვენებენ.
“Vanity Fair”-მა პირველი პოზიცია მიაკუთვნა მარკ ცუკერბერგსაც – მარკი იმ ადამიანებს ჩაუდგა სთავეში, რომლებიც 21-ე საუკუნეში ინტერაქციისა და კონტაქტის ფორმებს ცვლიან, გავლენას ახდენენ ჩვენს მუშაობასა და დასვენებაზე, ქმნიან პროდუქტებს რომელთაც აქტიურად ვიყენებთ. “The Powers That Be” – ასე ჰქვია “Vanity Fair”-ის პროექტს, რომლის ფარგლებშიც გამოცემა წლის ყველაზე წარამტებულ და გავლენიან ადამიანებს ასახელებს.