“მე სერიოზული ურთიერთობები მომწონს, მომწონს როცა შეყვარებული ვარ“ – ეს სიტყვები ჯასტინ ბიბერს ეკუთვნის, თინეიჯერი გოგონების მთავარ გულთამყპრობელსა და შემსრულებელს, რომლის გამოც ფანები ყველაფრისთვის მზად არიან. თუმცა, ჯასტინი სულაც არ აპირებს ერთჯერადი ურთიერთობებით დაკმაყოფილდეს, პირიქით, ვარსკვლავს სურს, რაც შეიძლება სერიოზული ურთიერთობა ჰქონდეს, ოღონდ არა უახლოეს მომავალში. “მე ბევრი პრობლემა გადავიტანე და ახლა ჭრილობების მოშუშებას ვცდილობ“ – განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ რადიოშოუში.
რადიოწამყვანებმა სცადეს ჯასტინისთვის სელენასთან ურთიერობის დეტალები გამოეკითხათ, თუმცა, მომღერალმა ამ კითხვებს თავი დააღწია. რაც შეეხება კედელზე გაკეთებულ გრაფიტის, “Selena“, მის ვიდეოში “What Do You Mean?”, ბიბსი აცხადებს, რომ ეს მისი იდეა და ინიციატივა სულაც არ გახლდათ. მაგრამ მისი კატეგორიული უარისა და მკვეთრი განცხადებების მიუხედავად, ფაქტია, რომ ჯასტინის ცხოვრებაში სელენას სახელი მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს – ახალგაზრდა შემსრულებლების ჯასტინ ბიბერისა და სელენა გომესის ურთიერთობა მრავალჯერ ჩხუბისა და შერიგების შემდეგ საბოლოოდ დასრულდა, გომესმა ახალი რომანის წამოწყებაც სცადა, თუმცა, ამჯერად კვლავ მარტოა. მარტოა ჯასტინიც, და როგორც ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე სეირიოზული რომანის გაბმას არც კი ფიქრობს.
რადიოწამყვანები ჯასტინისა და ბრენდ “Calvin Klein”-ის ურთიერთობითაც დაინტერესდნენ – მომღერალი უკვე დიდი ხანია მისი სახეა. როგორც შემსრულებელი ამბობს, კომპანია საჩუქრად იმდენად ბევრ ტრუსს უგზავნის, მათი გარეცხვაც კი აღარ უწევს. შემსრულებლის ფოტოსესიამ “Calvin Klein”-ისთვის რამდენიმე თვის წინ დიდი აურზაური გამოიწვია – მედიაში იმ ფოტოების ორიგინალი ვერსიები მოხვდა, რომლებიც მოგვიანებით ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ფოტოშოპში დამუშავებული გამოჩნდა – როგორც ირკვევა, ჯასტინის კუნთები და მისი იდეალური სხეული არა ვარსკვლავის ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის, არამედ გრაფიკული დიზაინერების დამსახურებაა, რომელთაც მომღერლის ჩამოთხელებულ ხელებს კუნთები კომპიუტერული პროგრამის დამსახურებით გაუზარდეს.
[jwplayer mediaid=”2690″]