მსოფლიოს პოდიუმის დასაპყრობად კიდევ ერთი ქართველი მოდელი ემზადება

0
4152

მსოფლიოს პოდიუმის დასაპყრობად კიდევ ერთი ქართველი მოდელი ემზადება. ეს 17 წლის მარიამ ურუშაძეა. მარიამი ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის“ მოდელია. მარიამ ურუშაძის კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და ახლა ის ჰოლივუდში, Hollywood Model Management-ში გაგრძელდება. მოწვევა Hollywood Model Management-ისგან მარიამმა რამდენიმე თვის წინ მიიღო და ლოს-ანჯელესში გამგზავრებას იანვარში გეგმავს.

მარიშას შესახებ ცოტა ხნის წინ ცნობილი გამოცემა Vogue-ის ონლაინ-გვერდი წერდა. “განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში” – ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც ბლოგერმა, თბილისის Mercedes-Benz Fashion week-ის 5 საუკეთესო ქართველ მოდელს მიუძღვნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here