ირინა შეიკის ცხოვრებაში სამი ახალი ამბავია – სამივე საუკეთესოზე საუკეთესო. პირველი ისაა, რომ ცნობილმა მოდელმა კრიშტიანუ რონალდუსთან განშორების შემდეგ ახალი ბოიფრენდი მალევე იპოვა და ბრედლი კუპერთან აგერ უკვე რამდენიმე თვეა თავს ძალიან ბედნიერად გრძნოს. მეორე კარგი ამბავი ისაა, რომ კუპერმა მეგობარი გოგონა უკვე ოჯახის წევრებს გააცნო, ირინამ კი მათი გული რამდენიმე წუთში მოიგო, ოჯახურმა ვახშამმა შესანიშნავად ჩაიარა, მოგვიანებით კი ბრედლი დედასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად პლაჟზეც კი დააფიქსირეს. აი, მესამე კარგი ამბავი კი ჯერჯერობით მხოლოდ მედიის მონაჭორს ჰგავს, მაგრამ ფაქტია,რომ მათ ფანტაზიას ფრთას ირინას სწორედ ოჯახურ სადილზე გადაღებული სურათები ასხამს.
ერთ-ერთ კადრში კარგად ჩანს, როგორ ემშვიდობება სუპერმოდელი მეგობარი მამაკაცის ოჯახის წევრებს, შემდეგ ბრედლის ეხუტება – სწორედ აქ კი მისი მომრგვალებული მუცელი იკვეთება – მოდელი, რომელსაც ყოველთვის იდეალური ფორმები ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში სწორი პრესის პრობლემა არასოდეს ჰქონია. ასე რომ, ეს სურათი საფუძვლიან ეჭვს ბადებს – შეიკი პირველ შვილს ელოდება.
ბრედლიმ და ირინამ რამდენიმე თვის განმავლიობაში დიდი მონდომებით სცადეს ურთიერთობის არამკითხე თვალისაგან დამალვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა – რომანის დაწყებიდან რმდენიმე კვირაში პაპარცებმა წყვილის ერთობლივი სურათები გაავრცელეს, თავდაპირველად კადრები ძლაიან ბუნდობვანი იყო, წყვილი ძალიან შორიდან ჩანდა, უკვე მოგვიანებით, კი შეყვარებულკები ასეთი კონსპირაციით დაიღალნენ და საზოგადოებაში შედარებით მეტჯერ გამოჩნდნენ. ამჯერად ერთად ისვენებენ, პლაჟზეც ერთად გადიან, ბრედლის დედა ვაჟის შეყვარებულთანაც მეგობრობს, გლორია კამპანოს შვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, აე რომ, ბრედლისთვის მისი მოსაზრება ერთობ მნიშვნელოვანია.
ამჯერად ირინას გაუმართლა – მისი და კრიშტიანუს განშორების ერთ-ერთ მიზეზად ხომ მედია შეიკისა და ფეხბურთელის დედის კონფლიქტს ასახელებდა. მოდელი მის დაბადების დღეზეც კი არ აწავიდა და აქედან დაიწყო შეყვარებულებს შორის კონფლიქტი. ახალ ურთიერთობაში კი ირინას პოტენციურ დედამთილთან კონფლიქტები აშკარად ნაკლებად ადარდებს.