ქრისტინე მარტიაშვილი საქართველოში სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდა, მათ შორის „ვოისში“, სადაც ლელა წურწუმიას გუნდში მოხვდა, თუმცა შეჯიბრს გამოეთიშა.
შემდეგ კი უკრაინაში გამგზავრება გადაწყვიტა, სადაც 2015 წლის შემოდგომაზე „იქს ფაქტორში“ მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული კონკურსანტი გახლდათ.
ქრისტინე ამჟამად ჩინეთშია, სადაც ერთ-ერთ კლუბში მომღერლად მუშაობს. მას რამდენიმეთვიანი კონტრაქტი აქვს. ქრისტინე ხშირად დებს ფოტოებს თავისი გამოსვლებიდან, კულისებში ან სცენაზე გადაღებულს.
ახლახან მომღერალმა სოცქსელში განათავსა ფოტო, რომელმაც მისი „ფეისბუქ“-მეგობრები გულგრილი არ დატოვა. შემსრულებელს ზედმეტად დეკოლტირებული შავი კაბა აცვია.
მოგვიანებით, ზედმეტი ყურადღებით შეწუხებულმა ქრისტინემ დაწერა:
„ცხოვრებაში „კუპალნიკით“ და ნახევრად გახდილი ფოტოები არ დამიდია სოცქსელში და ჩემმა ერთმა უწყინარმა დეკოლტემ რატომ გაგაღიზიანათ?:))))“