თინეიჯერების უსაყვარლესი ფილმის, “Twilight” – ის ფინალური ნაწილი ეკრანებზე 2012 წელს გამოჩნდა. მთავარი როლის შემსრულებლებმა, რობერტ პატინსონმა და კრისტენ სტიუარტმა, არაერთხელ აღნიშნეს, რომ ბინდში მონაწილეობას აღარ აპირებენ, რადგან არ სურთ მათი სახელები მხოლოდ ერთ კინოროლს უკავშირდებოდეს.
თუმცა, ვაღიაროთ, რომ ამ მსახიობების პოპულარობა, მეტწილად სწორედ ბინდის სერიებით არის განპირობებული და მათი სხვა ფილმები ცნობადობით Twilight – ს ვერ შეედრება.
რამდენიმე დღის წინ ციურიხში ჩატარებულ კინოფესტივალს, სტუდია “Lionsgate“- ის თავკაცი, პატრიკ ვაკსბერგერი ესწრებოდა, რომელმაც პრესის შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ბინდის სიქველს ეხებოდა. ვაკსბერგერმა განაცხადა, რომ ისინი პროექტს სავარაუდოდ გააგრძელებენ. თუკი სცენარისტი მზადაა პერსონაჟების ისტორია განაგრძოს, კინოსტუდია ამ წამოწყებას მხარს აუცილებლად დაუჭერს და მაყურებელი ბინდის მორიგ ნაწილს იხილავს.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული ფილმი კინოსტუდია “Lionsgate“ -ის ყველაზე წარმატებული პროექტია, ბინდის ოთხივე ნაწილის შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.