ინტერნეტში ადამ ლევინის და ბეჰატი პრინსლოს შვილის პირველი ფოტო გამოჩნდა

0
2438

რამდენიმე დღის წინ ადამ ლევინს და მისი მეუღლეს ბეჰატი პრინსლოს, არაჩვეულებრივი პატარა გოგონა, დასტი როუზი ეყოლათ. თუმცა გაბედნიერებული წყვილი ახალშობილის ფოტოების გაზიარებას არ ჩქარობდა. ამავდროულად აღნიშნულ ფოტოებს მათი მეგობრები და თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებოდნენ. ყველას აინტერესებდა თუ ვის დაემსგავსებოდა პატარა როუზი, მომხიბვლელ მუსიკოს მამას, თუ ულამაზეს მოდელ დედას?

სულ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში, ადამის და ბეჰატის პირად გვერდებზე, ერთდროულად გამოქვეყნდა ახალშობილის ფოტო წარწერით: “სიტყვებით ვერ აღწერ. დასტი როუზ ლევინი. 2016 წლის 21 სექტემბერი“

შეგახსენებთ, წყვილი 2014 წელს შეუღლდა. ადამს ძალიან უნდოდა შვილი და მეუღლეს გამუდმებით სთხოვდა კარიერაში პაუზა აეღო. მარტის თვეში წყვილმა განაცხადა, რომ ბეჰატი ფეხმძიმედ იყო. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “Maroon 5”-ის ფრონტმენმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ყველა დაგეგმილი კონცერტი გადაედო და კონცენტრირება მხოლოდ თავის პატარაზე მოეხდინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here