ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე პერიოდი დადგა. განქორწინების ისედაც რთულ პროცედურას, საზოგადოების მხრიდან წნეხიც დაემატა. თაყვანისმცემლები ცდილობენ, წყვილის ურთიერთობის შესახებ, უფრო მეტი გაიგონ და ჯურნალისტებიც მათი ცხოვრების დეტალებში, კიდევ უფრო ღრმად იქექებიან.
ამ მძიმე პერიოდში ჯოლის მხარდაჭერა და გამხნევება ისე სჭირდება, როგორც არასდროს და სწორედ ამ დახმარებას ლამაზმანს ჯონი დეპი უწევს, თანაც ის ამას დიდი სიამოვნებით აკეთებს.
ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი ფილმ „ტურისტი“-ს გადაღებებზე დაახლოვდნენ და სხვა თუ არაფერი ახლო მეგობრულ ურთიერთობას ამ დრომდე ინარჩუნებენ. ახლა კი, როცა ჯოლის იგივე პროცესის გავლა უწევს ცხოვრებაში რაც დეპმა სულ რამდენიმე თვის წინ გაიარა, ისინი კიდევ უფრო დაახლოვდნენ. უფრო მეტიც, სწორედ ჯონი დეპის რჩევით, ანჯელინამ განქორწინებისთვის იურისტი ლორე ვასერი დაიქირავა, ეს სწორედ ის ადვოკატია, რომელიც დეპის განქორწინების საქმეს უძღვებოდა.
თავის მხრივ არც ბრედ პიტი ჩამორჩა თავის უკვე ექს-მეუღლეს და განქორწინების საქმე, არანაკლებ ცნობილ ადვოკატს, ლენს შპიგელს მიანდო. ეს უკანასკნელი კი ჰოლივდუში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია.
შეგახსენებთ ამ დროისთვის ჯოლი-პიტის წყვილი განცალკევებულ;ად ცხოვრობს.