მოდელი და ტელესახე გიორგი ნაზღაიძე უკრაინაშია, სადაც მშვენიერ დროს ატარებს და სოციალურ ქსელში თავგადასავლებს მეგობრებს ფოტოების სახით უზიარებს.
ერთ-ერთი ბოლო ფოტო, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, აბაზანაშია გადაღებული, შხაპის მიღების შემდეგ. პირსახოცშემოხვეული გიორგი შიშველი ტორსით პოზირებს სარკის წინ.
ამ სელფიმ ნინო ნადირაძე-კუზანოვას შემდეგი კომენტარი დააწერინა: „უხერხულია, რას იტყვის ხალხი“, რაზეც გიორგიმ უპასუხა: „ხალხი ჯოლისა და პიტის დაშორებას განიცდის და ჩემთვის არ სცალია…“