როგორც იქნა, ამერიკელმა მომრერალმა, ლედი გაგამ თავის მსმენელს ახალი კლიპი წარუდგინა, სიმღერაზე “Perfect Illusion”. თაყვანისმცემლების თქმით, სერიალ „american horror story“-ისთვის უკეთეს საუნდტრეკს ვერავინ შექმნიდა. შეგახსენებთ აღნიშნულ ტელესერიალში, ერთერთ როლს თავად ლედი გაგა ასრულებს.
უნდა აღინიშნოს, რომ შემსრულებელმა ახალ კლიპში, თავისთვის ჩვეულ ექსტრაორდინალურ ქცევებსა და ჩაცმულობას, გვერდი აუარა და არასტანდარტულ დეკორაციებზეც უარი თქვა, მიუხედავად ამისა ვიდეოს მაინც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეფასებები ძირითადად დადებითი იყო.
შეგახსენებთ ლედი გაგა, თავის საქმროს, ტეილორ კინს, სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა, თუმცა შემსრულებელმა უკვე გააკეთა ამაზე კომენტარი და განაცხადა, რომ ახალ სიმღერას, “Perfect Illusion”, მის ექს-ბოიფრენდთან და მათ დაშორებასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა სიმღერის მოსმენს შემდეგ, მისი სიტყვები ძნელად დასაჯერებელია.