მსახიობი ნინი ონიანი სულ ცოტა ხნის წინ გათხოვდა. ნინი ცოლად ვაჟიკო მახვილაძეს გაჰყვა. წყვილი ქორწილის შემდეგ, საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრა. ისინი ჯერ ბელგიაში იმყოფებოდნენ, ახლა კი ამსტერდამში გადაინაცვლეს. ნინი და ვაჟიკო ევროტურში კარგად ერთობიან, წყვილმა ამსტერდამში მადამ ტიუსოს მუზეუმიც დაათვალიერა.
მსახიობი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.