ერეკლე კოდუას პირადი ცხოვრება საზოგადოებაში ისევ დიდ ინტერესს იწვევს. ნანუკა ჟორჟოლიანთან დაშორების შემდეგ, ერეკლე კოდუას მეგობარი გოგონა კატია დიდა ჰყავს. კატია წარმოშობით უკრაინელია და ამჟამად უნგრეთში სწავლობს. რამდენიმე დღის წინ, ერეკლე კოდუამ სოციალურ ქსელში კატიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ინტერნეტ მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კატია ერეკლე კოდუაზე ბევრად ახალგაზრდაა. წყვილი რამდენჯერმე სამოგზაუროდ იმყოფებოდა. კატიას ერეკლეს უფროსი ვაჟი ნოდარიკოც იცნობს, რომელიც მათთან სტუმრად ხშირად ჩადის.