დემი ლოვატო და სელენა გომესი კვლავ საუკეთესო მეგობრები არიან და ოთხწლიან მეგობრობას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სელფით აღნიშნავენ – დისნეის ვარსკვლავებმა კარიერა ერთდროულად დაიწყეს და წლების განმავლობაში მათ არაერთი საერთო ჰქონდათ, მომღერლები ცხოვრებაში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, ისინი ერთმანეთისთვის დროს ყოველთვის პოულობდნენ, თუმცა მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი – სელენა და დემი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ერთად არავის დაუფიქსირებია.
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები გასული წლის მანძილზე ერთმანეთს ნაკლებ დროს უთმობდნენ, ისინი მაინც მეგობრებად რჩებიან. ლოვატო და გომესი ბოლოს 2014 წლის იანვარში გამოჩნდნენ ერთად. მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ხმები, რომ მეგობრებს შორის შავმა კატამ ჩაირბინა, თუმცა როგორც ჩანს გოგონები კვლავ
ერთად არიან…