”თავისუფალი დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერი, ზურა აბაშიძე მეხუთე შვილის მამა გახდა. ზურა აბაშიძეს და თეონა ბენაშვილს ვაჟი გაუჩნდათ, რომელსაც კონსტანტინე დაარქვეს. მეგობრის საგულშემატკივროდ, სამშობიარო სახლში, თეონას მეგობრები, ცნობილი მოდელები სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და თამუნა ქორქია შეკრიბნენ. “მუზიკბოქსი” ზურა აბაშიძეს დაუკავშირდა:
– მე და თეონას მეხუთე შვილი შეგვეძინა, კონსტანტინე ჩემთვის მეოთხე, თეონასთვის კი მესამე შვილია. ბავშვი ”ჯანმრთელობის სახლში” დაიბადა. თეონამ საკესირო კვეთით გააჩინა ბავშვი, კონსტანტინე 3.600 გრამი და 52 სმ დაიბადა. დედა–შვილი თავს კარგად გრძნობს.
ზურა აბაშიძემ და თეონა ბენაშვილმა 2013 წელს იქორწინეს. პედიატრმა და პოლიტიკოსმა დაქორწინება გაცნობიდან სამ თვეში გადაწყვიტა.