ბიონსე ჟურნალ “Flaunt”-ისთვის გაშიშვლდა

0
136

ბიონსე კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში და ამის მიზეზი მისი უკანასკნელი ფოტოსესია გახლავთ, რომელშიც მომღერალი შიშველი პოზირებს კამერის წინ. სურათები, რომელიც ინტერნეტში ახლახან გავრცელდა, ჟურნალ “Flaunt”-ისთვის არის გადაღებული.

არენბი დივა ფოტოებში საკმაოდ კარგად გამოიყურება. რამდენიმე მათგანში მომღერალს მხოლოდ საცვლები აცვია, რაც მის სხეულს კარგად წარმოაჩენს და უნდა აღინიშნოს, რომ 34 წლის ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ სურათებმა დაიმსახურა, რომლებშიც ბიონსე სრულიად შიშველი აუზში პოზირებს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ამავე ჟურნალის გარეკანზე 2013 წლის აგვისტოშიც მოხდვდა. მაშინ ფოტოები გაცილებით თამამი იყო და კრიტიკოსების მხრიდანაც უარყოფითმა შეფასებებმა არ დააყოფნა. უახლესი სურათები კი შეგიძლიათ თავად შეაფასოთ…