მის და მისტერ პლანეტის კონკურსის კვირეული გრძელდება და ყველა ქვეყანა დიდ სამზადისშია ჩართული. ფინალისტები პროგრამას ერთად გეგმავენ და გალა-საღამოს დიდ სიურპრიზად გვიტოვებენ. როგორც იცით ბათუმს 30 ქვეყნის მისი და მისტერი სტუმრობს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები, მოსანახუნებლად დელფინარიუმს ესტუმრნენ. არც გაგვკვირვებია, როდესაც სანახაობამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ხოლო დელფინარიუმის გალერეას სამახსოვროდ, „პლანეტელების“ ფოტო შეემატა.
დელფინარიუმის შოუს შემდეგ, ბათუმურ ვოიაჟს ბოტანიკური ბაღიც დაემატა. კონკურსანტებმა არც დააყოვნეს, შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მშვენიერ გარემოში ფოტოსესიაც მოაწყვეს.
დელფინების შოუთი აღფრთოვანებულმა და სავსე ემოციებით დატვირთულმა კონკურსანტებმა, საღამოსთვის მზადება დაიწყეს და რესტორან „პიერ ბათუმს“ მიაშურეს, სადაც ფართო საზოგადოებისთვის კოქტეილის კაბებით თუ კლასიკური სამოსით წარსდგნენ. დეფილე სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელებმა გახსნეს. ამ ტურით კონკურსის მონაწილეები კი კიდევ უფრო დაეხმარნენ ჟიურის წევრებს, რომ ფინალისთვის სწორი არჩევანი გააკეთონ. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, მისები და მისტერები ერთმანეთს ეცნობიან და ახალ კონტაქტებს იძენენ. ბოლოსკენ კონკურენციაც გაიზრდება და ალბათ არც ყველა მათგანი იქნება ასეთი კეთილი.