ხატია სიჭინავა დოლარის კურსით უკმაყოფილოა და ხელისუფლებას მიმართავს, ეს პროცესი ნებისმიერი ხერხით შეაჩერონ.
“მე კი გადარჩენილი ვარ, ბანკში ერთი დოლარიც არ მაქვს სესხი! მაგრამ რა უნდა ქნან საქართველოს მოქალაქეებმა, ვისაც ხელფასიც არ ყოფნის სესხის დასაფარად?!
დოლარს ვერ იჭერთ, გავიგეთ, მაგრამ ბანკის პრეზიდენტებს მაინც უბრძანეთ, რადგან თვითონ ვერ ხვდებიან. გააჩერონ პროცენტი 2-ზე მაინც! იფიქრე ხალხზე!..
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.42-2.44 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.