ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო და მისი მეგობარი გოგო, ნინა აგდალი, რამდენიმე საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ. წყვილი პოპულარულ საკურორტო ქალაქ, ჰემპტონსიდან გამოდიოდა, როდესაც მათ ავტომობილი შეეჯახა.
საბედნიეროდ ავტოსაგზაო შემთხვევა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მაინც დროულად გაჩნდა ადგილზე. დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელი იყო. ინსაიდერები გამოუტყდნენ ჟურნალისტებს, რომ მომხდარის გამო, 41 წლის ლეო და მისი 24 წლის გერლფრენდი, შოკირებულნი იყვნენ.
ავტომობილი, რომელსაც მსახიობი მართავდა, მის საკუთრებაში არ არის, როგორც გაირკვა ის ლეომ მეგობრისგან ითხოვა.