ბიონსე და ჯეიზი, ქალიშვილ ბლუ ივისთან ერთად იტალიაში ისვენებენ. ცხადია პაპარაცები ვარსკვლავურ წყვილს მოსვენებას არც იქ აძლევენ. ფოტოგრაფებმა მოახერხეს და ბიონსე ღრმა დეკოლტეში დააფიქსირეს. კადრებში ჩანს თუ როგორ გადმოდის 34 წლის მომღერალი მდიდრული იახტიდან, სწორედ აქ გაუჩნდათ პაპარაცებს იმედი, პირველად ჩაეგდოთ ხელში ბიონსეს მოშიშვლებული მკერდის კადრები, თუმცა მომღერალს გაუმართლა და მისი კაბა საიმედო აღმოჩნდა, ფოტოგრაფები კი მხოლოდ დეკოლტეს დასჯერდნენ…
ბიონსე თავისი ულამაზესი სხეულის, განსაკუთრებით კი მკერდის დემონსტრირებას, არასდროს ერიდებოდა. ინტერნეტში უხვად მოიპოვება მისი თამამი ფოტოები, თუმცა პაპარაცები უფრო მეტის მოლოდინში, კვლავ განაგრძობენ ნადირობას.
შეგახსენებთ, ბიონსე მსოფლიო ტურნეს სექტემბრიდან დაუბრუნდება და ახალი ალბომის პრომო-კამპანიას განაგრძობს.
https://www.youtube.com/watch?v=QxsmWxxouIM