როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ოლიმპიური გუნდის სამოსს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა და სოციალურ ქსელში მსჯელობის საგანი გახდა. თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ამ ქაოსის ჩახშობა გადაწყვიტეს და სამოსი თავადაც მოირგეს…
“გამარჯვება, ქართველო ოლიმპიელებო!” – ამ სტატუსით მაკა ჩიჩუამ სოციალური ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც დუშეთშია გადაღებული. ფოტოებს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.