კახა მამულაშვილი 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

0
41

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კახა მამულაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას, რომელიც დაცვის მხარემ დააყენა, პროკურატურაც დაეთანხმა, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში განაცხადეს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაცვის მხარემ მოსამართლე დავით კურტანიძეს მიმართა შუამდგომლობით, მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. 15 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დაეთანხმა პროკურატურაც და ამის შემდეგ კახა მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გირაოს გადახდის ვადად 10 დღე განესაზღვრა.