კახი კავსაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

0
69

დღეს რამდენიმე საიტმა გაავრცელა ახალი ამბავი ცნობილი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების შესახებ. წერდნენ, რომ მსახიობმა გულის შეტევა ვერ გადაიტანა.

საბედნიეროდ, რუსთაველის თეატრში განგვიცხადეს, რომ ბატონი კახის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მას მართლაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა რეგულარულად დადის გერმანიაში სამკურნალოდ, ამჟამად თბილისში იმყოფება.

რუსთაველის თეატრში კი თამაშობს გახმაურებულ სპექტაკლში „მოხუცი ჯამბაზები“. თეატრის ახალი, 137-ე სეზონი 19 სექტემბერს გაიხსნება.