სოფო ნიჟარაძემ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ახალი მუსიკალური ვიდეო რგოლი გადაიღო. მომღერლის კლიპის პრემიერა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში შედგა.
“მაპატიე“- ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც “ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა. მასზე, მომღერალთან ერთად, რუსა მორჩილაძემ, ნიკოლოზ რაჭველმა, დავით დოიაშვილმა, ირინა სანიკიძემ, სტეფანე მღებრიშვილმა და ზაზა ორაშვილმა იმუშავეს.
კლიპში მოქმედების ადგილი სასტუმრო “Marriott“ და ბაზალეთის ტბა გახლავთ. მომღერალი საკმაოდ სექსუალურ ფორმაშია, რაც ვიდეოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. რაც შეეხება მუსიკოსის იმიჯს – მასზე ჯიჯი რეჯინმა და დათუნა სულიკაშვილმა იზრუნეს.
[jwplayer mediaid=”17074″]