21-ე საუკუნეში სილამაზის ფორმულა შეიცვალა – თუკი თუნდაც 1 ათწლეულის წინ პოდიუმზე და მამაკაცების ფანტაზიებში ძირითადად გამხდარზე გამხდარი გოგონები გვხვდებოდნენ, ამჯერად უპირატესობას ფორმებიან, სავსე ქალბატონებს ანიჭებენ. ეს რა თქმა უნდა მედიაში აქტიურად წარმოებული კამპანიის დამსახურებაბაცაა – ეგრეთ წოდებულ იდეალურ ფორმებამდე საკუთარი თავის მიყვანაში ხომ გოგონები ჯანმრთელობას ინგრევენ და ბულიმია-ანორექსიით იავადებენ თავს.
მოკლედ, ტენდენციები შეიცვალა და ამაზე ამერიკული გამოცემის, “Men’s Health”-ის რეიტინგიც მეტყველებს – წლის ყველაზე სექსუალურ ქალბატონთა ათეულში პირველ ადგილს სწორედ ფორმებიანი და ძალიან სექსუალური, 21 წლის მოდელი შარლოტა მაკკინი იკავებს. მეორე პოზიციაზე “Victoria’s Secret”-ის ანგელოზი, 26 წლის ქენდის სვეინპოლი, ხოლო მესამე ადგილზე 37 წლის ზოი სალდანა – ამ შემთხვევაში ზოის პოპულარობას მისი ეგზოტიკური გარეგნობა განაპირობებს.
ათეულის მეთოხე პოზიცია დაიკავა ასევე “Victoria’s Secret”-ელმა ერინ ჰიტერტონმა, აი მეხუთე ადგილზე კი ცნობილი ჰოლვუდელი ლამაზმანი ჯესიკა ალბა გავიდა, რომელიც წინა წლებში როგორც მინიმუმ სამეულში ხვდებოდა ხოლმე. ათეულში მოხვედრის პატივი ხვდათ ასევე მომღერლებს, ნაია რივერასა და ტეილორ სვიფტს, ასევე, ადრიანა ლიმასა და ემილი რატაკოვსკის, ემილიმ პოპულარობა რობინ სიქის ვიდეოში, “Blurred Lines”-ში მონაწილეობით მოიპოვა.