ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ნიუ იორკში დაბრუნდნენ. 40 წლის მსახიობი და 29 წლის სუპერმოდელი პაპარაცებმა ქვინსში, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში დააფიქსირეს. როგორც იცით წყვილი აგვისტოში რომანტიკული ვიზიტით იტალიაში გახლდათ.
დასვენების დღეები დასრულდა და ბრედლი და ირინაც საქმიან რეჟიმს დაუბრუნდნენ. გამოცემების ინფორმაციით წყვილის ნიუ იორკში დაბრუნების მთავარი მიზეზი ნიუ იორკის მოდის კვირეული გახლავთ, რომელიც სტარტს 11 სექტემბერს აიღებს.
New York Fashion Week-ზე შეიკი რამდენიმე ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას. კუპერი კი რა თქმა უნდა ამ დროს მის გვერდით იქნება და დარბაზიდან უგულშემატკივრებს მას.
სანამ მოდის კვირეულის შესახებ გიამბობდეთ და ექკლუზიური ფოტოებით გაგანებივრებდეთ, მანამდე შეგიძლიათ წყვილის უახლეს ფოტოებს შეავლოთ თვალი, რომელიც აეროპორტში არის გადაღებული.