მორგან ფრიმენი მუმიას განასახიერებს

0
136

მორგან ფრიმენი ზაკ ბრეფის ახალ ფილმში – “Going in Style”, მუმიის როლს მოირგებს. პაპარაცებმა მსახიობი ცოტა ხნის წინ ნამუშევრის გადასაღებ მოედანზე სწორედ მუმიის კოსტიუმში გამოწყობილი დააფიქსირეს.

ახალი კომედია კინოეკრანებზე 2016 წლის მაისში გამოჩნდება და გეტყვით, რომ ფილმში ფრიმენი მხოლოდ მუმიის ამპლუაში არ მოგვევლინება. მსახიობი მოგვიანებით ფრანკენშტეინის სამოსში გამოწყობილი დააფიქსირეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სურათი ძალიან სახალისო იქნება, 78 წლის ლეგენდარული ვარსკვლავი კი ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებს…

აქვე გეტყვით, რომ “Going in Style”-ში მორგანს პარტნიორობას მაიკლ კეინი, ჯოი კინგი, მეთ დილონი და ალან არკინი გაუწევენ.