კეიტ ჰადსონი ჯენიფერ ენისტონს საჯაროდ მიმართავს

0
180

კეიტ ჰადსონმა ჯენიფერ ენისტონის მიმართ გრძნობები საჯაროდ გამოამჟღავნა – სანამ იფიქრებთ, რომ ვარსკვლავებს შორის რომანტიკული ურთიერთობები მძვინვარებს, გეტყვით, რომ ისინი მხოლოდ კოლეგები არიან და ამჟამად ორივე ერთი ფილმის გადაღებებზე არის დაკავებული.

“Mother’s Day” – ასეთი გახლავთ სურათის სახელწოდება, რომელიც კინოეკრანებზე მომავალი წლის 29 აპრილს გამოჩნდება. ფილმის გადაღებები რამდენიმე დღეა რაც დაიწყო. კეიტი და ჯენიფერიც სწორედ მის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს. ჰადსონმა გადაწყვიტა ენისტონთან ერთად სელფი გადაეღო, რომელიც მოგვიანებით ინსტაგრამზე განათავსა და შემდეგი წარწერა დაურთო – “ვინ არის ეს მშვენიერი ლედი ჩემს გვერდით“. ჰაშთეგებში კი #LetsConvinceJenToGetOnInstagram მიუთითა და კოლეგას ზემოთხსენებულ სოციალურ ქსელზე დარეგისტრირება მოუწოდა…