გაიცანით ქერა გოგონა ტელეეკრანიდან ახალი გვარით, თინათინ დეისაძე, “ქალიშვილობაში“ – სადუნიშვილი. დიახ, არ გეჩვენებათ, ფეისბუქის გვერდზე თიკო სადუნიშვილმა გვარი შეიცვალა. თანაც, ერთობ ინტრიგნული ფოტო განათავსა მწერალ და მუსიკოს ერეკლე დეისაძესთან ერთად.
ტელეწამყვანს შევეხმიანეთ იმის გასაგებად, რატომ არის ამიერიდან თინათინ დეისაძე.
თიკო სადუნიშვილი:
რატომ ვარ თინათინ დეისაძე? გავთხოვდი ერეკლე დეისაძეზე (იცინის).
რაღაც ვერ დავიჯერე…
(იცინის) რატომ? არა, სინამდვილეში მოკლევადიანი პროექტის ნაწილია, ოღონდ არა სატელევიზიოსი. ერთ დღეს გავთხოვდი, მეორე დღეს დავორსულდი, მესამე დღეს ბავშვი გავაჩინე. ხალხს ვაჩვენებ, როგორ შეიძლება, სამ დღეში გააკეთო ის, რასაც ხალხი წლებს ანდომებს (იცინის).
მოკლედ, თიკო არ გათხოვილა. პროექტის ამბებს ჯერ ახმაურებს. ისე, საინტერესოა, რა პროექტია ასეთი, რომლისთვისაც გათხოვებაც კი ღირდა…